უკან დაბრუნება V CARD - ვითიბი ბანკის ახალი საკრედიტო ბარათი

ვითიბი ბანკი, მომხარებელს, სრულიად ახალი ტიპის საკრედიტო ბარათ V CARD-ს სთავაზობს. 

V CARD-ით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით - 16,9%, ხოლო ეფექტური - 19,7%. ყოველთვიური შენატანი ათვისებული ძირითადი თანხის მხოლოდ 2% -ს შეადგენს. V CARD -ის კიდევ ერთ უპირატესობას ბანკომატში განაღდების ყველაზე დაბალი საკომისიო წარმოადგენს. ბანკომატში განაღდებისას მომხმარებლებს 3-ჯერ ნაკლების გადახდა მოუწევთ ვიდრე სხვა ნებისმიერი საკრედიტო ბარათის შემთხვევაში. V CARD -ს ასევე ყველაზე მაღალი საკრედიტო ლიმიტი, 30 000 ლარი, აქვს. აღნიშნული ბარათით ტერმინალებში ან ინტერნეტით ანგარიშსწორებისას  მოქმედებს ქეშბექი და თანხის 1% ნაღდი ფულის სახით მომხარებელს უკან უბრუნდება.

ყველა სხვა საკრედიტო ბარათისგან განსხვავებით V CARD-ის მფლობელებს შეუძლიათ საკრედიტო ლიმიტის, სამომხარებლო სესხად კონვერტირება.

ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ განაცხადა: ვითიბი ბანკი დღეს მომხარებელს აბსოლუტურად ახალი ტიპის, რევოლუციურ ბარათს სთავაზობს.  V CARD მომხმარებლის გამოკითხვის შედეგად შეიქმნა და სრულად ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს და მოლოდინებს. შედეგად, ბარათის პირობები უკონკურენტოა ბაზარზე და მთლიანად მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული, როგორც ძირითადი პირობების, ისე მოქნილობის თვალსაზრისით. 

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები