#ვითიბიქართულისპორტისთვის

უკვე არაერთი წელია, რაც ვითიბი ქართული სპორტის ყველაზე დიდი გულშემატკივარია.

ჩვენი მიზანია ქართული სპორტისა და, რაც მთავარია, ცხოვრების ჯანსაღი წესის ნებისმიერი გზით ხელშეწყობა - იქნება ეს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორობა თუ ბავშვთა სპორტის აქტიური პოპულარიზაცია. ვითიბი მჭიდროდ თანამშრომლობს ქართული სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციებთან და კლუბებთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში დაფინანსდა უამრავი საინტერესო პროექტი და ღონისძიება.

ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ყველაფერი შესაძლებელია და ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში პირველი ნაბიჯები სწორედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებიდან იწყება.

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები