უკან დაბრუნება #ვითიბიფარიკაობისთვის

ვითიბი ბანკი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ოფიციალური პარტნიორია.

საქართველოში ფარიკაობა ოდითგანვე მდიდარი ტრადიციების მატარებელი დისციპლინა იყო - არა მხოლოდ სპორტული, არამედ კულტურული თვალსაზრისითაც.
საქართველოში ფარიკაობის ხელოვნებას უძველესი დროიდან იცნობდნენ და მას უმთავრესად სამხედრო საქმეში იყენებდნენ. ხევსურეთში დღემდე შემორჩენილია ფარიკაობის ორიგინალური სტილი, რომელსაც თავისი უნიკალურობით მსოფლიოში გამორჩეული ადგილი უჭირავს. ამიტომ, 2016 წლიდან ვითიბი ბანკი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ოფიციალური პარტნიორია.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ სპორტის განვითარება, რადგან მას საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. 

საქართველოში ფარიკაობის სასწავლო ჯგუფების შექმნას ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ფიქსირდება. ქართველი მოფარიკავეები მე-20 საუკუნეშიც საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდნენ. სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანაში ფარიკაობის განვითარება შეფერხდა და წარმატებებმაც იკლო.
თუმცა წარმატებების ახალი ტალღა სწორედ მაშინ იწყება, როცა ვითიბი ბანკი ფარიკაობის ფედრაციის ოფიციალური პარტნიორი ხდება. ჩვენი მიზანია ამ სპორტისთვის ძველი დიდების დაბრუნება, რადგან სპორტული თვალსაზრისის გარდა, ფარიკაობა საქართველოს კულტურული მნიშვნელობის მატარებელიცაა.
ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ უზრუნველვყოფთ სპორტსმენების ფიზიკურ მომზადებასა და სპორტულ ეკიპირებას. ბანკის მხარდაჭერით, ქართველი სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ტურნირებში, სადაც მათ არაერთ წარმატებას მიაღწიეს, პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს მედლები.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს თბილისმა პირველად უმასპინძლა სენიორთა ევროპის ჩემპიონატს. აღნიშნულ ჩემპიონატზე ქართველმა მოფარიკავეებმა ისტორიული შედეგები დააფიქსირეს. თუმცა, სპორტული წარმატებების გარდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ საქართველოში ჩატარდა ისეთი მასშტაბური ხასიათის საერთაშორისო ტურნირი, როგორიც ევროპის ჩემპიონატია.
ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ფარიკაობა სწორი მიმართულებით ვითარდება და საერთაშორისო აღიარებები ამის კარგი ინდიკატორია.

ფარიკაობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო ამჟამად მე-13 ადგილს იკავებს. თუმცა, ჩვენი მიზნები კიდევ უფრო შორს მიდის. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელოთ ქართული ფარიკაობის ფედერაციასთან თანამშრომლობა, დავაფინანსოთ კიდევ უფრო მეტი ტურნირი, რაც ხელს უწყობს მსოფლიოს რეიტინგში გუნდის პოზიციების გაუმჯობესებას.

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები