უკან დაბრუნება #ვითიბიტანვარჯიშისთვის

2014  წლიდან ვითიბი ბანკი საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორია.
ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ ვითიბი ბანკი საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის პირველი ოფიციალური სპონსორია.

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია სპორტის 5 სახეობას აერთიანებს: ბატუტი, მხატვრული ტანვარჯიში, სპორტული ტანვარჯიში, აკრობატიკა და აერობიკა.

ვითიბის მიზანია ქართული ტანვარჯიშის პოპულარიზაცია. ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, დაფინანსდა მრავალი ტურნირი, მოეწყო სპორტული ცენტრებისა და დარბაზების სრული რეაბილიტაცია.

ბანკის დახმარებით, 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად დაზიანებული თბილისის მუნიციპალიტეტის ტანვარჯიშის სპორტული ცენტრის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. აღდგენითი სამუშაოებისთვის გამოიყო 1,400 000 ლარი. აღნიშნული თანხით, ასევე, ფედერაციამ შეიძინა უმაღლესი დონის ახალი სპორტული ინვენტარი და აღჭურვილობა, ხოლო განახლებულ ცენტრს „ვითიბი არენა“ ეწოდა.

ვითიბის მხარდაჭერით, ტანვარჯიშის ყოველდღიური ცენტრი ემსახურება ათასამდე ბენეფიციარს, მათ შორის სოციალურად დაუცველ მოზარდებს.

ვითიბის მხარდაჭერით და ტანვარჯიშის ფედერაციის ორგანიზებით, ქალაქ ბათუმში ყოველწლიურად იმართება რუსუდან სიხარულიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში.

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები