უკან დაბრუნება #ვითიბიფეხბურთისთვის

2016 წლიდან ვითიბი საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია.

ვითიბის მიერ ქართული ფეხბურთის მხარდაჭერა ითვალისწინებს:
- ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სპონსორობას;
- საბავშვო და მინი-ფეხბურთის განვითარებას;
- ქვეყანაში ფეხბურთისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.


საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, დაფინანსდა და კვლავ იგეგმება უამრავი საფეხბურთო ტურნირი, საბავშვო ფეხბურთის პოპულარიზაციისკენ მიმართული პროექტები.

ვითიბის მხარდაჭერით, შეიქმნა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ოფიციალური ონლაინ მაღაზია, სადაც ქართული ფეხბურთის ქომაგებს შეუძლიათ შეიძინონ ეროვნული ნაკრების ოფიციალური ეკიპირება და საგულშემატკივრო ატრიბუტიკა ონლაინ რეჟიმში, ვებგვერდზე - www.fanshop.ge.

2016-2019 წლებში ვითიბი იყო საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს“ სპონსორი.


ვითიბი ქართული ფეხბურთის მხარდამჭერებს მომავალშიც არაერთ სიახლეს ჰპირდება. ქართული სპორტის მხარდაჭერა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს.

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები