უკან დაბრუნება #ვითიბიწყალბურთისთვის

2016 წლიდან ვითიბი, საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნულ ფედერაციასთან არსებული თანამშრომლობის საფუძველზე, საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია.

ვითიბი აქტიურად არის ჩართული ქართული სპორტული საწყლოსნო სახეობათა დაფინანსებაში, რაც მიზნად ისახავს მის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

თანამშრომლობა ითვალისწინებს, სპორტსმენების საშეჯიბრო მომზადებას, ეკიპირებასა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას.

სწორედ ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა არაერთ საერთაშორისო ტურნირსა და ჩემპიონატზე იასპარეზა.

2014 წელს საქართველოს ეროვნული გუნდი, კონტინენტის 11 უძლიერეს ნაკრებთან ერთად, უნგრეთში გამართულ წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა.
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში ქართველმა სპორტსმენებმა მე-14 ადგილი დაიკავეს.
2018 წელს, ბარსელონაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთელთა ნაკრებმა ასპარეზობა მე-13 ადგილით დაასრულა.

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები