პერსონალის შერჩევა სს "ვითიბი ბანკ ჯორჯიაში" გამჭვირვალე პროცესია. ორიენტირებული ვართ ახალგაზრდა, პერსპექტიული, ენერგიული და ნიჭიერი კადრების დასაქმებაზე, პერსონალის განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე.
შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
- ტესტირება კანდიდატის ლოგიკური და მათემატიკური აზროვნების შეფასების მიზნით
- ჯგუფური გასაუბრება
- ინდივიდუალური გასაუბრება
- სტაჟირება შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში
- სტაჟირების შემდგომი შეფასება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე
წარმატებულ კანდიდატებს ვთავაზობთ:
- საერთაშორისო საბანკო გუნდის წევრობას
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ფართო შესაძლებლობებს
- ღირსეულ ანაზღაურებას
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ:
- გამოგზავნოთ CV თანდართული ფოტოსურათით ან შევსებული სააპლიკაციო ფორმა მისამართზე vacancy@vtb.ge
- წარმოადგინოთ CV შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, გ. ჭანტურიას ქ.#14, პერსონალის სამმართველო
- მიმდინარე ვაკანსიებზე შეავსოთ ელექტრონული აპლიკაცია
გისურვებთ წარმატებებს!
იმედი გვაქვს, რომ ჩვენი გუნდის წევრი გახდებით.