თბილისის ფილიალები (თბილისი)
06.09.2018 / 30.09.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს სერვისისა და გაყიდვების კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30.09.2018
ძირითადი მოვალეობები:
- ბანკში შემოსული მომხმარებლების დახვედრა, მათი საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი მომსახურების გაწევა/გადამისამართება
- რიგის ნომრის მინიჭება, გადახდის აპარატებთან და ბანკომატებთან კლიენტებისთვის დახმარების გაწევა
- მომხმარებლებისთვის კონკრეტული პროდუქტების შეთავაზება, დისტანციური პროდუქტების პოპულარიზაცია და გაყიდვა
- ყოველთვიური გეგმების შესრულება
- მომხმარებლის ინფორმირება ბანკში მიმდინარე აქციების შესახებ და სხვა საბანკო პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილების ქონა
- რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ფლობა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
უნარები:
- ეფექტური კომუნკაციისა და მომსახურების უნარი
- გაყიდვების უნარი
- აქტიური
- თავაზიანი
- მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
- ორგანიზებული
- პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა