რეგიონების ფილიალები (ოზურგეთი)
02.08.2018 / 14.08.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ოზურგეთის ფილიალი აცხადებს სარეზერვო მოლარე–ოპერატორის ვაკანსიას:
სამუშაო ადგილი: ოზურგეთი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 14.08.2018
მოვალეობები:
• ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება ბანკში არსებული სტანდარტებისა და ნორმების მიხედვით
• ნაღდი ფულით ოპერაციების წარმოება (თანხის მიღება-გაცემა, ვალუტის გაცვლის ოპერაციები)
• ბანკის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციებისა და მოქმედი ტარიფების დაცვა
• საბანკო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება
• ბანკის სალაროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
• სასურველია საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულით და სხვა ფასეულობებით ოპერაციების წარმოებასთან დაკავშირებული ნორმატივების ცოდნა
• სასურველია ვალუტის ნომინალებისა და ყალბი ფულის გარჩევის ცოდნა
• სასურველია რუსული და ინგლისური ენების ფლობა
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
• სასურველია საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA–ში მუშაობის გამოცდილება
უნარები:
• ეფექტური კომუნიკაციის და მომსახურების უნარი
• მოწესრიგებული, ორგანიზებული
• სხარტი აზროვნების უნარი
• დეტალებზე ორიენტირებული
• საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება
• პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
• გარემოსადმი სწრაფი ადაპტირების უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა