უკან დაბრუნება ბიზნეს ანალიტიკოსის ვაკანსია

სათავო ოფისი (თბილისი)
15.08.2018 / 29.08.2018

 

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს ბიზნეს ანალიტიკოსის ვაკანსიას:

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 29.08.2018

ძირითადი ფუნქციები:

  • მცირე ბიზნესის კლიენტების მოზიდვა, მათთვის საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება
  • სასესხო განაცხადების განხილვა, ფინანსური ანალიზის ჩატარება
  • პროექტების მომზადება საკრედიტო კომიტეტზე წარსადგენად
  • საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა, მის ხარისხსა და განვითარებაზე ინტენსიური ზრუნვა
  • ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში)
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე 
  • ეკონომიკური და ფინანსური საკითხების კარგი ცოდნა
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (MS Office)

უნარები:

  • მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
  • აქტიური 
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელური
  • დიპლომატიურობა და გუნდში მუშაობის უნარი
  • მოწესრიგებული, ორგანიზებული 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2018 წლის  29 აგვისტოსი შეავსოთ განაცხადის ფორმა

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები