უკან დაბრუნება კონკურსი უფროსი პროგრამისტის თანამდებობაზე

სათავო ოფისი (თბილისი)
30.08.2018 / 30.09.2018

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს უფროსი პროგრამისტის თანამდებობაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30.09.2018  

ძირითადი ფუნქციები:

  • ბანკში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება
  • ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მოდულებისა და სისტემების შემუშავება და დანერგვა
  • შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
  • პროგრამისტად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
  • C#.NET, ASP.NET MVC და ASP.NET WEB API გამოყენებით პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გამოცდილება
  • ვებ სერვისების (მათ შორის WCF) შექმნისა და გამოყენების გამოცდილება
  • სხვადასხვა დიზაინ პატერნების ცოდნა (Dependency injection, Repository and Unit of Work)
  • ობიექტზე-ორიენტირებული პროგრამირების კონცეფციის ღრმა ცოდნა
  • HTML, CSS, JavaScript (jQuery, Ajax) ელემენტარული ცოდნა
  • სასურველია რომელიმე Frontend framework-ის ცოდნა (AngularJS, React)
  • რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა

უნარები:

  • კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
  • პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
  • დროის მართვის უნარი
  • როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი 
  • მიზანმიმართული, ორგანიზებული
  • კომუნიკაბელური

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები