სათავო ოფისი (თბილისი)
15.10.2018 / 04.11.2018
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 04.11.2018
ძირითადი ფუნქციები:
- ბანკის შესაბამისობის რისკების გამოვლენა, შეფასება, რისკის დონის მონიტორინგი და პოტენციური/რეალიზებული რისკების მიტიგაციის ღონისძიებების დაგეგმვა
- შესაბამისობის რისკების მართვისა და კონტროლისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება
- შესაბამისობს რისკების მართვასთან დაკავშირებით ბანკის შესაბამისი სტრუქტურებისთვის/კოლეგიალური ორგანოებისთვის განმარტებების, რეკომენდაციების და წინადადებების წარდგენა.
- ბანკის ბიზნეს-საქმიანობის ახალი მიმართულებების ან არსებული ბიზნეს-საქმიანობაში არსებითი ცვლილებების ანალიზი და შესაბამისობის რისკების შეფასება. რეკომენდაციების შემუშავება ასეთი რისკების შესამცირებლად.
- ეთიკის პრინციპების, პროფესიული ქცევის, კორპორატიული მართვის, ინტერესთა კონფლიქტების მართვის საკითხებზე მუშაობა და აღნიშნული საკითხების რეგულირებისთვის შესაბამისი პროცედურების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ბანკის თანამშრომლებისათვის კონსულტაციის გაწევა.
- შესაბამისობის კონტროლის განყოფილების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ბანკის მიერ მისი საქმიანობისადმი გამოყენებული კანონების, წესების და სტანდარტების დაცვის მონიტორინგის განხორციელება
- შესაბამისობის რისკების მართვისთვის პოლიტიკების, სხვა ძირითადი შიდამარეგლამენტირებელი დოკუმენტების შემუშავების ორგანიზება, მათი დამტკიცებისა და რეალიზაციის უზრუნველყოფა
- ცალკეული პროექტების (FATCA/GDPR/CRS) მართვა და ბანკში შესაბამისი პროცესების დანერგვა.
- შესაბამისობის რისკის მართვის მიზნებისთვის ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების ანალიზი და ბანკის საქმიანობაზე მისი გავლენის შეფასება
- მმართველობითი ანგარიშების ფორმირების უზრუნველყოფა
- ზემოთჩამოთვლილი მიზნებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად ტექნიკური დავალებების შემუშავება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება
- კომერციულ ბანკში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (იურისტის (Legal Compliance) ან შიდა აუდიტის თანამდებობაზე)
- საბანკო პროდუქტების (მომსახურების ტიპების) ცოდნა
- საბანკო პროცესების საფუძვლიანი ცოდნა
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა
- მარეგულირებელი ორგანოს ინსტრუქციებისა და წესების ცოდნა
- სავალდებულოა: რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა (წერა/კითხვა/საუბარი)
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (MS Office)
- სასურველია საბანკო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
უნარები:
- პრობლემური საკითხების იდენტიფიკაციისა და დროულად გადაჭრის უნარი
- მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული
- პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე
- მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა