სათავო ოფისი (თბილისი)
04.09.2018 / 16.09.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ გაყიდვების სამმართველო აცხადებს კონკურსს რეგიონული მმართველის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16.09.2018
ძირითადი მოვალეობები:
- ბანკში არსებული პროდუქტების პირობების, ბიზნეს–პროცესებისა და პროცედურების მუდმივი რევიზია და ანალიზი. საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების განხორციელებაზე რეკომენდაციების მომზადება მათი გაუმჯობესების მიზნით
- ფილიალებისთვის და გაყიდვებში ჩართული თანამშრომლებისთვის ინდივიდუალური გეგმების მიწოდება და შესრულების მუდმივი კონტროლი
- აქტიური გაყიდვების და ხარისხიანი მომსახურების მოდელების შემუშავება, დანერგვა და პერმანენტული მონიტორინგი
- გაყიდვების ქსელში ჯვარედინი გაყიდვების ორგანიზება და პროცესის უშუალო კონტროლი
- გაყიდვის წერტილების ყოველდღიური მხარდაჭერა არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უზრუნველსაყოფად
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- საბანკო სფეროში, გაყიდვების პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა
- სასურველია ბანკის შიდა სპეციალიზებული პროგრამების ცოდნა
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალ დონეზე მქონე
- დისციპლინირებული
- გუნდური მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელური
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა