სათავო ოფისი (თბილისი)
04.09.2018 / 30.09.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს IT ბიზნეს ანალიტიკოსის თანამდებობაზე:
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30.09.2018
ძირითადი ფუნქციები:
- ბანკში არსებული სისტემის და ბიზნეს პროცესების კარგი აღქმა
- პროდუქტის მისაღებად საჭირო ბიზნეს პროცესების გამოკვლევა და შესაძლო ალტერნატივების ანალიზი
- IT პერსონალთან ერთად დაინტერესებული მხარეების საჭიროებების შესაბამისი ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავება
- ბიზნეს-მოთხოვნების გარდაქმნა დეტალურ სისტემურ მოთხოვნებად და ტექნიკური დიზაინის სპეციფიკაციებად (ტექნიკური დავალება)
- პროგრამული გადაწყვეტილებების არსებულ სისტემებზე გავლენის ანალიზი
- ტესტირების გეგმის და სატესტო სცენარების შედგენაში მონაწილეობის მიღება
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- IT ბიზნეს ანალიტიკოსად ან IT პროექტების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- ბიზნეს ანალიზის და შესაბამისი მეთოდოლოგიების სიღრმისეული ცოდნა
- სასურველია Agile/Scrum მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება
- სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ენის ფლობა
უნარები:
- ბიზნეს კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
- პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
- დროის მართვის უნარი
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- მიზანმიმართული, ორგანიზებული
- კომუნიკაბელური
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2018 წლის 30 სექტემბრისა შეავსოთ განაცხადის ფორმა