სათავო ოფისი (თბილისი)
12.11.2018 / 02.12.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე:
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 02.12.2018
ძირითადი ფუნქციები:
- სერვის დესკიდან და ბიზნეს მხარდაჭერის ჯგუფებიდან შემოსული ყოველდღიური საკითხების შესრულება.
- პროგრამული ხარვეზების (ბაგების) გამოკვლევა და დეველოპერებისთვის ან მომწოდებლებისთვის დაფიქსირება და შემდგომი მონიტორინგი.
- ბანკში დანერგილი ახალი პროგრამული მოდულების ფუნქციონალის და ტექნიკური დოკუმენტაციის გაცნობა/ათვისება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
- T-SQL ენის ცოდნა
- საბანაკო სისტემების ცოდნა (B2000, LMS) ჩაითვლება უპირატესობად
უნარები:
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
- პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი
- დროის მართვის უნარი
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- მიზანმიმართული, ორგანიზებული, კომუნიკაბელური
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა