უკან დაბრუნება კონკურსი ციფრული ბანკინგის განვითარების და გაყიდვების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე

სათავო ოფისი (თბილისი)
13.09.2018 / 30.09.2018

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს ციფრული ბანკინგის განვითარების და გაყიდვების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30.09.2018

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკის ციფრული და სხვა დისტანციური მომსახურების არხების განვითარება:

- არხების აქტიური მომხმარებლების რაოდენობის ზრდა
- არხებში შესრულებული ტრანზაქციების რაოდენობის და მოცულობების ზრდა
- არხებიდან შემოსული საკომისიო და სხვა შემოსავლების ზრდა

  • ბანკის ციფრულ და სხვა დისტანციურ არხებში საბანკო პროდუქტების გაყიდვების ზრდა

- არხებში გაყიდვების შესაძლობლობების დანერგვა და განვითარება
- პროდუქტების განაცხადების გამარტივება-ოპტიმიზაცია
- დისტანციურად მოთხოვნილი/გაყიდული პროდუქტების წილის ზრდა

  • ქართულ ბაზარზე არსებული კონკურენტული პროდუქტებსა და მომსახურებებზე შედარებითი ანალიზების მომზადება
  • არხების განვითარებისთვის იდეების გენერაცია და შესაბამის ცვლილებებზე და განახლებებზე დავალებების ინიცირება
  • ციფრული ბანკინგის მსოფლიო ტრენდების თვალყური და საინტერესო თემების/მოვლენების გაზიარება გუნდისთვის
  • ციფრული ბანკინგის პოპულარიზაციაზე მიმართული მარკეტინგული და სამოტივაციო აქტივობების ინიცირება
  • ყოველ კვირეული რეპორტების მომზადება და წარდგენა გუნდისთვის და ტოპ მენეჯმენტისთვის

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
  • მაგისტრის წოდება მენეჯმენტის, მარკეტინგის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (სასურველია)
  • სამუშაო გამოცდილება საბანკო ან ტექნოლოგიური მომსახურების სფეროში მინ. 2 წელი
  • სამუშაო გამოცდილება პროდუქტების განვითარების ან/და გაყიდვების მიმართულებით მინ. 2 წელი
  • სამუშაო გამოცდილება ციფრული საფინანსო პროდუქტების განვითარების ან/და გაყიდვების მიმართულებით (სასურველია)
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა

უნარები:

  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარი
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • დროის მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები