უკან დაბრუნება IT ბიზნეს ანალიტიკოსი

სათავო ოფისი (თბილისი)
22.10.2018 / 17.12.2018

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს IT ბიზნეს ანალიტიკოსის თანამდებობაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 17.12.2018 

ძირითადი ფუნქციები:

  • ბანკში არსებული სისტემის და ბიზნეს პროცესების კარგი აღქმა
  • პროდუქტის მისაღებად საჭირო ბიზნეს პროცესების გამოკვლევა და შესაძლო ალტერნატივების ანალიზი
  • IT პერსონალთან ერთად დაინტერესებული მხარეების საჭიროებების შესაბამისი ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავება
  • ბიზნეს-მოთხოვნების გარდაქმნა დეტალურ სისტემურ მოთხოვნებად და ტექნიკური დიზაინის სპეციფიკაციებად (ტექნიკური დავალება)
  • პროგრამული გადაწყვეტილებების არსებულ სისტემებზე გავლენის ანალიზი
  • ტესტირების გეგმის და სატესტო სცენარების შედგენაში მონაწილეობის მიღება
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • IT ბიზნეს ანალიტიკოსად ან IT პროექტების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ბიზნეს ანალიზის და შესაბამისი მეთოდოლოგიების სიღრმისეული ცოდნა
  • სასურველია Agile/Scrum მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის ფლობა

უნარები:

  • ბიზნეს კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
  • პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
  • დროის მართვის უნარი
  • როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი 
  • მიზანმიმართული, ორგანიზებული
  • კომუნიკაბელური

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები