რეგიონების ფილიალები (ახალციხე)
22.10.2018 / 31.10.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ახალციხის ფილიალი აცხადებს კონკურსს ანგარიშების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: ახალციხე
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31.10.2018
ძირითადი ფუნქციები:
- საბანკო პროცესების და საოპერაციო საქმიანობის შესაბამისი ნორმატივების საფუძვლიანი ცოდნა
- ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება, სხვადასხვა ტიპის ანგარიშების გახსნა, ნაღდი და უნაღდო ოპერაციების ჩატარება
- საბანკო პროდუქტების კლიენტებისთვის შეთავაზება ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ფორმის გათვალისწინებით.
- ბანკის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციებისა და მოქმედი ტარიფების დაცვა
- საბანკო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ბანკში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ექვსთვიანი გამოცდილება
- რუსული ენის ფლობა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (MS Office)
- სასურველია საბანკო პროგრამა ALTA–ში მუშაობის გამოცდილება
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
- გაყიდვების უნარი
- პრობლემის იდენტიფიკაციისა და დროულად გადაჭრის უნარი
- მოწესრიგებული, ორგანიზებული
- დეტალებზე ორიენტირებული
- კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე
- მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა