რეგიონების ფილიალები (თელავი)
01.11.2018 / 16.11.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ თელავის ფილიალი აცხადებს მცირე ბიზნესის ანალიტიკოსის ვაკანსიას
სამუშაო ადგილი: თელავი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16.11.2018
ძირითადი ფუნქციები:
- მცირე ბიზნესის კლიენტების მოზიდვა, მათთვის საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება
- სასესხო განაცხადების განხილვა, ფინანსური ანალიზის ჩატარება
- პროექტების მომზადება საკრედიტო კომიტეტზე წარსადგენად
- საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა, მის ხარისხსა და განვითარებაზე ინტენსიური ზრუნვა
- ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში)
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
- ეკონომიკური და ფინანსური საკითხების კარგი ცოდნა
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (MS Office)
უნარები:
- მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
- აქტიური
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელური
- დიპლომატიურობა და გუნდში მუშაობის უნარი
- მოწესრიგებული, ორგანიზებული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა