უკან დაბრუნება ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარი სპეციალისტი

სათავო ოფისი (თბილისი)
08.11.2018 / 21.11.2018

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარი სპეციალისტის ვაკანსიას 

სამუშაო ადგილი:                      თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა:     21.11.2018 

ძირითადი ფუნქციები:

  • სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ივენთების/ლოგების ანალიზი და გამოკვლევა
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ დაგროვილი/მოძიებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, შეჯამება
  • სხვადასხვა სისტემების კონფიგურაცია SIEM–ზე მიერთების მიზნით
  • SIEM–ის შემადგენელი ნაწილების (კონექტორების, ფილტრების, არხების) აწყობა
  • IDS/IPS, მოწყვლადობის სკანერი, Malware ანალიზის ტექნოლოგიების მონიტორინგი
  • ინციდენტების რეპორტინგი, განხორციელებული ქმედებების დოკუმენტირება
  • ლოგების იდენტიფიკაცია და შესაბამისი ლოგების განსაზღვრა, რათა მოხდეს სისტემის რეკონსტრუქცია შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
  • სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის სფეროში
  • SIEM-თან მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება.
  • კომპლექსური პრობლემების ადვილად გაცნობიერება და გადაჭრის გზების მოძიება.
  • პროგრამული ენების/სკრიფტების წერის ცოდნა.
  • Regex-ის წერის შესაძლებლობა.
  • ქსელური პროტოკოლების ცოდნა.

უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები