უკან დაბრუნება შესაბამისობის კონტროლის მენეჯერი

სათავო ოფისი (თბილისი)
20.11.2018 / 20.12.2018

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს შესაბამისობის კონტროლის მენეჯერის ვაკანსიას:

სამუშაო ადგილი:                   თბილისი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა:   20.12.2018

ძირითადი ფუნქციები:

  • ბანკის შესაბამისობის რისკების გამოვლენა, შეფასება, რისკის დონის მონიტორინგი და პოტენციური/რეალიზებული რისკების მიტიგაციის ღონისძიებების დაგეგმვა
  • შესაბამისობის რისკების მართვისა და კონტროლისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება
  • შესაბამისობს რისკების მართვასთან დაკავშირებით ბანკის შესაბამისი სტრუქტურებისთვის/კოლეგიალური ორგანოებისთვის განმარტებების,  რეკომენდაციების და წინადადებების წარდგენა.
  • ბანკის ბიზნეს-საქმიანობის ახალი მიმართულებების ან არსებული ბიზნეს-საქმიანობაში არსებითი ცვლილებების ანალიზი და შესაბამისობის რისკების შეფასება. რეკომენდაციების  შემუშავება ასეთი რისკების შესამცირებლად.
  • ეთიკის პრინციპების, პროფესიული ქცევის, კორპორატიული მართვის, ინტერესთა კონფლიქტების მართვის საკითხებზე მუშაობა და აღნიშნული საკითხების რეგულირებისთვის შესაბამისი პროცედურების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ბანკის  თანამშრომლებისათვის კონსულტაციის გაწევა.   
  • შესაბამისობის კონტროლის განყოფილების კომპეტენციაში  შემავალ საკითხებზე ბანკის მიერ მისი საქმიანობისადმი გამოყენებული კანონების, წესების და სტანდარტების დაცვის მონიტორინგის განხორციელება
  • შესაბამისობის რისკების მართვისთვის პოლიტიკების, სხვა ძირითადი შიდამარეგლამენტირებელი დოკუმენტების შემუშავების  ორგანიზება, მათი დამტკიცებისა და რეალიზაციის უზრუნველყოფა
  • ცალკეული პროექტების (FATCA/GDPR/CRS) მართვა და ბანკში შესაბამისი პროცესების დანერგვა.
  • შესაბამისობის რისკის მართვის მიზნებისთვის ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების ანალიზი და ბანკის საქმიანობაზე მისი გავლენის შეფასება
  • მმართველობითი ანგარიშების ფორმირების უზრუნველყოფა
  • ზემოთჩამოთვლილი მიზნებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად ტექნიკური დავალებების შემუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება
  • კომერციულ ბანკში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (იურისტის (Legal Compliance) ან შიდა აუდიტის თანამდებობაზე)
  • საბანკო პროდუქტების (მომსახურების ტიპების) ცოდნა
  • საბანკო პროცესების საფუძვლიანი ცოდნა
  • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა
  • მარეგულირებელი ორგანოს ინსტრუქციებისა და წესების ცოდნა
  • სავალდებულოა: რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა (წერა/კითხვა/საუბარი)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (MS Office)
  • სასურველია საბანკო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება

უნარები:

  • პრობლემური საკითხების იდენტიფიკაციისა და დროულად გადაჭრის უნარი 
  • მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე 
  • მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა


CV–ის  გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები