სათავო ოფისი (თბილისი)
27.11.2018 / 16.12.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს უფროსი სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16.12.2018
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული დეველოპმენტ/სატესტო/რეალური გარემოს ინფრასტუქტურის მომზადება და ადმინისტრირება
- დეველოპმენტ გარემოდან სატესტო და რეალურ გარემოში სერვისების გადატანა, ტესტირება და გაშვება
- ახალი პროექტებისთვის შესაბამისი სატესტო და რეალური გარემოების მომზადება
- კომპანიაში არსებული სერვისების დოკუმენტირება და მასში მომავალი ცვლილებების შეტანა და დოკუმენტირება
- სისტემური ჟურნალების მონიტორინგი
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში
- სისტემური ადმინისტრირების არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- Microsoft-ის ტექნოლოგიებთან მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება (Windows Server 2012/2016, DNS, Certificate Authority, Active Directory)
- Web სერვერებთან(IIS, Apache, Tomcat) და სერვისებთან მუშაობის გამოცდილება
- MS SQL Server-ის მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების ცოდნა
- VMware ვირტუალიზაციის გარემოში მუშაობის გამოცდილება
- სასურველია Redis Cache Server, RabbitMQ მუშაობის გამოცდილება
- სასურველია Linux ოპერაციულ სისტემებთან(CentOS, RHEL) მუშაობის გამოცდილება
- ქსელური ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა
უნარები:
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- პრობლემაზე კონცენტრაციის უნარი
- პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი
- ანალიტიკურად და ტექნიკურად აზროვნების უნარი
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა
CV–ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject)ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება