სათავო ოფისი (თბილისი)
30.11.2018 / 16.12.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს სტრატეგიული პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე:
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16.12.2018
ძირითადი ფუნქციები:
- პროექტების დაგეგმვა, შემდგომი მართვა, მოცემულ ვადებსა და ბიუჯეტის ფარგლებში საბოლოო შედეგამდე მიყვანა
- პროექტების ჯგუფების ფორმირება და მათი მართვა
- პროექტში ჩართულ მხარეებთან (მათ შორის ვენდორებთან) ურთიერთობა და პროექტის საბოლოო მოთხოვნების ჩამოყალიბება
- პროექტის ფარგლებში რესურსების, პროექტის გუნდის წევრების, კონსულტანტების და კონტრაქტორების კოორდინაცია
- პროექტების ხარისხის კონტროლის განხორციელება
- ბიზნეს პროცესების აღწერა და დოკუმენტაციის შედგენა, ასევე მათი ოპტიმიზაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვის კუთხით
- ბიზნეს ანალიზის გამოცდილება
- სასურველია Agile/Scrum მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება
- სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება
- სასურველია უცხოურ კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება
- ერთდროულად რამოდენიმე ვენდორთან მუშაობის გამოცდილება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა
- ინგლისური ენის ფლობა
- სასურველია რუსული ენის ცოდნა
უნარები:
- ბიზნეს კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
- პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
- დროის მართვის უნარი
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- მიზანმიმართული, ორგანიზებული
- კომუნიკაბელური
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ 2018 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.
CV–ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject)ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება