უკან დაბრუნება საბანკო ბარათებით ანგარიშსწორების მენეჯერი

სათავო ოფისი (თბილისი)
11.01.2019 / 27.01.2019

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს საბანკო ბარათებით ანგარიშსწორების მენეჯერის თანამდებობაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი                                      

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 27.01.2019      

ძირითადი ფუნქციები:

  • ელექტრონული კომერციის მერჩანტებთან ანგარიშსწორება
  • Affiliate წევრებთან ანგარიშსწორება
  • ბანკის  საოპერაციო დღესა და  საპროცესინგო სისტემას შორის ფაილების მიმოცვლის უზრუნველყოფა
  • საბარათე  ტრანზაქციების კლირინგი
  • საერთაშორისო საგადამხდელო სისტემებთან ანგარიშსწორება ჩატარებული საბარათე ოპერაციების მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ALTA-ს საბანკო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • Tieto-ს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა

უნარები:

  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
  • მიზანმიმართული, ორგანიზებული
  • როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ 2019 წლის 27 იანვრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.

CV–ის  გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება

 

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები