უკან დაბრუნება პროგრამისტი

სათავო ოფისი (თბილისი)
23.01.2019 / 23.02.2019

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს პროგრამისტის  თანამდებობაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 23.02.2019

შეუერთდი ვითიბის დეველოპერების გუნდს თუ:

  • კოდის წერა და პროგრამირება არის შენი მოწოდება
  • გაქვს სურვილი, რომ შენი გამოცდილება გაჯერებული იყოს მრავალფეროვანი სახის პროექტებით
  • გაქვს ამბიციური მიზნები და თვლი, რომ სტაბილური და განვითარებადი სამუშაო გარემო და კომპეტენტური გუნდი დაგეხმარება ამ მიზნების მიღწევაში

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც იქნება:

  • კრეატიულად და ანალიტიკურად მოაზროვნე
  • სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების მაძიებელი
  • პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე დავალებაზე მომუშავე   
  • როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მქონე
  • მიზანმიმართული, ორგანიზებული, პუნქტუალური
  • და რაც მთავარია - კომუნიკაბელური ადამიანი

ძირითადი ფუნქციები:

  • ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მოდულებისა და სისტემების შემუშავება - დანერგვა
  • შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება
  • ბანკში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
  • პროგრამისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • C#.NET, .NET CORE, ASP.NET MVC, ASP.NET WEB API, WCF გამოყენებით პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გამოცდილება
  • რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება, ასევე T-SQL -ის ცოდნა.
  • სხვადასხვა დიზაინ პატერნების ცოდნა
  • ობიექტზე-ორიენტირებული პროგრამირების კონცეფციის ღრმა ცოდნა
  • HTML, CSS, JavaScript (jQuery, Ajax) ცოდნა
  • რომელიმე Frontend framework-ის ცოდნა (AngularJS, React) ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა

ჩვენ გთავაზობთ:

  • მყუდრო, მეგობრულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
  • დეველოპმენტის თანამედროვე მიდგომებს
  • პროფესიონალ გუნდს
  • ადეკვატურ ანაზღაურებას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის  23 თებერვლის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

 

CV–ის  გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject)ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები