უკან დაბრუნება IT ბიზნეს ანალიტიკოსი

სათავო ოფისი (თბილისი)
01.02.2021 / 14.02.2021

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს IT ბიზნეს ანალიტიკოსის თანამდებობაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 14.02.2021

 

ძირითადი ფუნქციები:

  • ბანკში არსებული სისტემის და ბიზნეს პროცესების კარგი აღქმა
  • პროდუქტის მისაღებად საჭირო ბიზნეს პროცესების გამოკვლევა და შესაძლო ალტერნატივების ანალიზი
  • IT პერსონალთან ერთად დაინტერესებული მხარეების საჭიროებების შესაბამისი ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავება
  • ბიზნეს-მოთხოვნების გარდაქმნა დეტალურ სისტემურ მოთხოვნებად და ტექნიკური დიზაინის სპეციფიკაციებად (ტექნიკური დავალება)
  • პროგრამული გადაწყვეტილებების არსებულ სისტემებზე გავლენის ანალიზი
  • ტექნიკური პრობლემების ანალიზი და გადაჭრის გზების შემუშავება
  • ვებ სერვისების სტრუქტურების შემუშავება/ანალიზი
  • მონაცემთა ბაზებიდან მონაცემების ამოღება, ანალიზი და დამუშავება
  • ტესტირების გეგმის და სატესტო სცენარების შედგენაში მონაწილეობის მიღება
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • IT ბიზნეს ანალიტიკოსად ან IT პროექტების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ბიზნეს ანალიზისა და შესაბამისი მეთოდოლოგიების სიღრმისეული ცოდნა
  • სასურველია Agile/Scrum მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერულ პროგრამებში Microsoft Project, Jira, Microsoft Visio, Microsoft SQL studio მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა

უნარები:

  • ბიზნეს კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
  • პარალელურ რეჟიმში რამდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
  • დროის მართვის უნარი
  • როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • მიზანმიმართული, ორგანიზებული
  • კომუნიკაბელური

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2021 წლის 14 თებერვლის  ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ITjobs@vtb.ge, სათაურის ველში [Subject] აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები