სათავო ოფისი (თბილისი)
05.03.2019 / 12.04.2019
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს IT ანალიტიკოსის თანამდებობაზე:
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 12.04.2019
ძირითადი ფუნქციები:
- ბანკში არსებული სისტემის და ბიზნეს პროცესების კარგი აღქმა
- პროდუქტის მისაღებად საჭირო ბიზნეს პროცესების გამოკვლევა და შესაძლო ალტერნატივების ანალიზი
- IT გუნდთან ერთად დაინტერესებული მხარეების საჭიროებების შესაბამისი ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავება
- ბიზნეს-მოთხოვნების გარდაქმნა დეტალურ სისტემურ მოთხოვნებად და ტექნიკური დიზაინის სპეციფიკაციებად (ტექნიკური დავალება)
- პროგრამული გადაწყვეტილებების არსებულ სისტემებზე გავლენის ანალიზი
- ტექნიკური პრობლემების ანალიზი და გადაჭრის გზების შემუშავება
- ვებ სერვისების სტრუქტურების შემუშავება/ანალიზი
- მონაცემთა ბაზებიდან მონაცემების ამოღება, ანალიზი და დამუშავება
- ტესტირების გეგმის და სატესტო სცენარების შედგენაში მონაწილეობის მიღება
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- IT ანალიტიკოსად ან დეველოპერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- დეველოპერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ანალიზის და შესაბამისი მეთოდოლოგიების სიღრმისეული ცოდნა
- სასურველია Agile/Scrum მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება
- სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება
- კომპიუტერულ პროგრამებში Microsoft Project, Jira, Microsoft Visio, Microsoft SQL studio მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენის ფლობა
უნარები:
- ბიზნეს კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
- პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
- დროის მართვის უნარი
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- მიზანმიმართული, ორგანიზებული
- კომუნიკაბელური
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 12 აპრილის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა
CV–ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject)ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება