სათავო ოფისი (თბილისი)
01.02.2021 / 14.02.2021
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს IT ბიზნეს ანალიტიკოსის თანამდებობაზე:
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 14.02.2021
ძირითადი ფუნქციები:
- ბანკში არსებული სისტემის და ბიზნეს პროცესების კარგი აღქმა
- პროდუქტის მისაღებად საჭირო ბიზნეს პროცესების გამოკვლევა და შესაძლო ალტერნატივების ანალიზი
- IT პერსონალთან ერთად დაინტერესებული მხარეების საჭიროებების შესაბამისი ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავება
- ბიზნეს-მოთხოვნების გარდაქმნა დეტალურ სისტემურ მოთხოვნებად და ტექნიკური დიზაინის სპეციფიკაციებად (ტექნიკური დავალება)
- პროგრამული გადაწყვეტილებების არსებულ სისტემებზე გავლენის ანალიზი
- ტექნიკური პრობლემების ანალიზი და გადაჭრის გზების შემუშავება
- ვებ სერვისების სტრუქტურების შემუშავება/ანალიზი
- მონაცემთა ბაზებიდან მონაცემების ამოღება, ანალიზი და დამუშავება
- ტესტირების გეგმის და სატესტო სცენარების შედგენაში მონაწილეობის მიღება
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- IT ბიზნეს ანალიტიკოსად ან IT პროექტების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- ბიზნეს ანალიზისა და შესაბამისი მეთოდოლოგიების სიღრმისეული ცოდნა
- სასურველია Agile/Scrum მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება
- სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება
- კომპიუტერულ პროგრამებში Microsoft Project, Jira, Microsoft Visio, Microsoft SQL studio მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა
უნარები:
- ბიზნეს კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
- პარალელურ რეჟიმში რამდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
- დროის მართვის უნარი
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- მიზანმიმართული, ორგანიზებული
- კომუნიკაბელური
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2021 წლის 14 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ITjobs@vtb.ge, სათაურის ველში [Subject] აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება