სათავო ოფისი (თბილისი)
29.03.2019 / 14.04.2019
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს პრობლემური სესხების მენეჯერის ვაკანსიას
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 14.04.2019
ძირითადი ფუნქციები:
- ვადაგადაცილებულ სესხებთან დაკავშირებული ინფორმაციისა და საკრედიტო საქმის სრული და ოპერატიული თავმოყრა
- ვადაგადაცილებაში მყოფ მსესხებლებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმოება პრობლემური დავალიანების დაფარვის მიზნით
- მასზე გაპიროვნებული სესხების მონიტორინგი ბანკში მოქმედი წესების თანახმად
- პრობლემურ სესხებთან მუშაობის მიზნისა და ძირითადი სტრატეგიის განსაზღვრა ხელმძღვანელთან შეთანხმებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ ექვსთვიანი მუშაობის გამოცდილება
- აუცილებელია რუსული ენის ფლობა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office (Excel, Word, Outlook, PowerPoint) ფლობა
- სასურველია საბანკო პროგრამა ALTA-ს ცოდნა
უნარები:
- დამაჯერებელი და დიპლომატიური კომუნიკაციის უნარი
- მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული
- პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 14 აპრილის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა
CV–ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება