უკან დაბრუნება გაყიდვების კონსულტანტი

თბილისის ფილიალები (თბილისი)
18.04.2019 / 17.05.2019

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 17.05.2019    

ძირითადი ფუნქციები:

  • ფიზიკური და იურიდიული პირების უნივერსალური მომსახურება
  • მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე მათთვის მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შერჩევა, დეტალური ინფორმაციის მიწოდება და რეალიზება
  • საოპერაციო და საკრედიტო პროდუქტების აქტიური გაყიდვები
  • კლიენტების ინფორმირება ბანკის დისტანციურ არხების შესახებ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ბანკში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (მოლარე-ოპერატორის, ოპერატორის, გაყიდვების კონსულტანტის ან აქტიური ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციებზე)
  • რუსული და/ან ინგლისური ენის ფლობა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (MS Office)
  • საბანკო პროგრამა ALTA–ში მუშაობის გამოცდილება

უნარები:

  • გაყიდვების უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
  • მოწესრიგებული, ორგანიზებული
  • მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ 2019 წლის 17 მაისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.

CV–ის  გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება

 

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები