სათავო ოფისი (თბილისი)
14.05.2019 / 28.05.2019
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს ბუღალტრის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 28.05.2019
ძირითადი მოვალეობები:
- ბანკის ოპერაციულ დღეში ოფისის ოპერაციების ტრანზაქციების ჩაწერა
- საგადასახადო ვალდებულებების შესახებ დეკლარაციების შედგენა და დანიშნულებისამებრ წარდგენა
- ადმინისტრაციულ-სამეურნეო დანახარჯების ამსახველი ტრანზაქციების ბუღალტრული აღრიცხვა
- ადმინისტრაციულ სამეურნეო ხარჯების თაობაზე კვარტალური და წლიური ანგარიშგება
- ბანკის გაყიდვის წერტილებში ძირითადი საშუალებების და მცირეფასიანი საგნების გეგმიურ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება
- ადმინისტრაციულ სამეურნეო დანახარჯების მონიტორინგი
- ყოველთვიური მუდმივი და დროებითი ცხრილების წარმოება, სსკ-ის შესაბამისად ყოველთვიური მოგების გაანგარიშება და ამ გაანგარიშების სრული პაკეტის ლოკალურ ქსელში განთავსება
- საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე საგადასახადო სამსახურებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა
- ბანკის მიმდინარე საგადასახადო ვალდებულების მონიტორინგი
- ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მოძრაობაზე კონტროლის განხორციელება, მათი შესაბამისობის დადგენა და დასტურის ან უარყოფის სტატუსის მინიჭება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით
- ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება
- მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება საგადასახადო აღრიცხვისა და ანგარიშგების (დეკლარირების) კუთხით
- სავალდებულოა - საბანკო პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება (მონაცემების დამატება, ინფორმაციის ამოგენერირება, რეპორტების მომზადება) - მინიმუმ 3 წელი
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზედმიწევნით ცოდნა
- ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
უნარები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული
- მოწესრიგებული, ორგანიზებული
- კომუნიკაბელური
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 28 მაისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა
CV–ის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება