უკან დაბრუნება ბუღალტერი

სათავო ოფისი (თბილისი)
14.05.2019 / 28.05.2019

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს  ბუღალტრის თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი                                                            

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 28.05.2019                         

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკის ოპერაციულ დღეში ოფისის ოპერაციების ტრანზაქციების ჩაწერა
  • საგადასახადო ვალდებულებების შესახებ დეკლარაციების შედგენა და დანიშნულებისამებრ წარდგენა
  • ადმინისტრაციულ-სამეურნეო დანახარჯების ამსახველი ტრანზაქციების ბუღალტრული აღრიცხვა
  • ადმინისტრაციულ სამეურნეო ხარჯების თაობაზე კვარტალური და წლიური  ანგარიშგება
  • ბანკის გაყიდვის წერტილებში ძირითადი საშუალებების და მცირეფასიანი საგნების გეგმიურ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება
  • ადმინისტრაციულ სამეურნეო დანახარჯების მონიტორინგი
  • ყოველთვიური მუდმივი და დროებითი ცხრილების წარმოება, სსკ-ის შესაბამისად ყოველთვიური მოგების გაანგარიშება და ამ გაანგარიშების სრული პაკეტის ლოკალურ ქსელში განთავსება
  • საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე საგადასახადო სამსახურებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა
  • ბანკის მიმდინარე საგადასახადო ვალდებულების მონიტორინგი
  • ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მოძრაობაზე კონტროლის განხორციელება, მათი შესაბამისობის დადგენა და დასტურის ან უარყოფის სტატუსის მინიჭება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით
  • ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება
  • მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება საგადასახადო აღრიცხვისა და ანგარიშგების (დეკლარირების) კუთხით
  • სავალდებულოა - საბანკო პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება (მონაცემების დამატება, ინფორმაციის ამოგენერირება, რეპორტების მომზადება) - მინიმუმ 3 წელი
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზედმიწევნით ცოდნა
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

უნარები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული
  • მოწესრიგებული, ორგანიზებული
  • კომუნიკაბელური

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 28 მაისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

CV–ის  გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება

 

 

 

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები