უკან დაბრუნება რეგიონალური ანგარიშების მენეჯერი

რეგიონების ფილიალები (სხვადასხვა)
08.05.2019 / 23.05.2019

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს რეგიონალური ანგარიშების მენეჯერის თანამდებობაზე

რეგიონალური ანგარიშების მენეჯერი ბანკის საჭიროებებიდან გამომდინარე ცვლის ძირითად ანგარიშების მენეჯერებს  რეგიონის ან თბილისის ფილიალებში

სამუშაო ადგილი:  რეგიონები (გურჯაანი, ახალციხე, მარნეული, რუსთავი და ასევე თბილისი)                                     

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 23.05.2019    

მივლინებების სიხშირე: 50%                         

ძირითადი ფუნქციები:

  • ფიზიკური და იურიდიული პირების კომპლექსური საბანკო მომსახურება
  • ანგარიშების და დეპოზიტების გახსნა
  • სწრაფი ფულადი გზავნილების მომსახურება
  • ნაღდი და უნაღდო ოპერაციების ჩატარება
  • პლასტიკური ბარათების დამზადებასა და მათ შემდგომ მომსახურებასთან დაკავშირებული განაცხადების მიღება და მომსახურება
  • მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე მათთვის მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შერჩევა, დეტალური ინფორმაციის მიწოდება და რეალიზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ბანკში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ექვსთვიანი გამოცდილება
  • რუსული და ინგლისური ენების ფლობა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (MS Office)
  • საბანკო პროგრამა ALTA–ში მუშაობის გამოცდილება

უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
  • ხშირი მივლინებების შესაძლებლობა
  • უცხო გარემოსთან სწრაფი ადაპტაციის უნარი
  • გაყიდვების უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 23 მაისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

CV–ის  გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება

 

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები