თბილისის ფილიალები (თბილისი)
22.05.2019 / 06.06.2019
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს მცირე ბიზნესის ანალიტიკოსის ვაკანსიას
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 06.06.2019
ძირითადი ფუნქციები:
- მცირე ბიზნესის კლიენტების მოზიდვა, მათთვის საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება
- სასესხო განაცხადების განხილვა და ფინანსური ანალიზის ჩატარება
- პროექტების მომზადება საკრედიტო კომიტეტზე წარსადგენად
- საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა, მის ხარისხსა და განვითარებაზე ინტენსიური ზრუნვა
- ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში)
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
- ეკონომიკური და ფინანსური საკითხების კარგი ცოდნა
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (MS Office)
უნარები:
- მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
- აქტიური, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- კომუნიკაბელური
- დიპლომატიურობა და გუნდში მუშაობის უნარი
- მოწესრიგებული, ორგანიზებული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 6 ივნისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა
CV–ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება