სათავო ოფისი (თბილისი)
11.01.2018 / 01.03.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს ტესტერი–პროგრამისტის თანამდებობაზე:
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 01.03.2018
ძირითადი ფუნქციები:
- პროგრამული სისტემების/მოდულების გატესტვა
-Unit testing
-Integration testing
-System testing
- პროგრამული უზრუნველყოფის მოდულების და სისტემების შემუშავება
- შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება
- ავტომატური ტესტირების სისტემების გარჩევა/დაინსტალირება/მართვა
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
- პროგრამისტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- ობიექტზე-ორიენტირებული პროგრამირების კონცეფციის ღრმა ცოდნა
- Java-ს ან C#-ს ელემენტარული ცოდნა
- სასურველია HTML, CSS, JavaScript (jQuery, Ajax) ელემენტარული ცოდნა
- სასურველია რომელიმე frontend framework-ის ცოდნა (AngularJS ან React)
- სასურველია ვებ სერვისების შექმნისა და გამოყენების გამოცდილება
- სასურველია Tomcat-თან და/ან JBoss-თან მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ენის ფლობა
უნარები:
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
- დროის მართვის უნარი
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- მიზანმიმართული, ორგანიზებული
ტესტერი–პროგრამისტის პოზიციაზე შერჩეული კანდიდატი სამუშაო პროცესის განმავლობაში შეძლებს:
- გაიღრმავოს ცოდნა როგორც Java-ში, ასევე C#-ში
- გაერკვეს ავტომატური ტესტირების სისტემებში
- აითვისოს ტესტირების ბიბლიოთეკები შემდეგი ენებისთვის: Java, C#, JS
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2018 წლის 1 მარტისა შეავსოთ განაცხადის ფორმა