რეგიონების ფილიალები (ბათუმი)
10.06.2019 / 30.06.2019
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ბათუმის ფილიალი აცხადებს კონკურსს პრემიუმ ბანკირის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ბათუმი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30.06.2019
ძირითადი ფუნქციები:
- საშუალო და მაღალშემოსავლიანი ბიზნეს სეგმენტის კლიენტთა პორტფელის შექმნა და მართვა
- კლიენტთა მოთხოვნილებების შესწავლა და მათთვის ყველაზე მომგებიანი პროდუქტების გაყიდვისა და მომსახურების უზრუნველყოფა
- კლიენტებისათვის აქტუალური ინფორმაციის მიწოდება საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ
- კომპლექსური საბანკო მომსახურების უზრუნველყოფა
- კლიენტის კაპიტალის მართვა
- კონსალტინგი და სატელეფონო მხარდაჭერა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ფილიალის საოპერაციო ან საკრედიტო განყოფილებაში მინიმუმ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება
- ბანკის პროდუქტებისა და სერვისების ზედმიწევნით ცოდნა
- რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- სასურველია საბანკო პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება
უნარები:
- ეფექტურ და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებული
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- ორგანიზებული
- კომუნიკაბელური
- პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.
CV–ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება