უკან დაბრუნება ადამიანური რესურსების სპეციალისტი

სათავო ოფისი (თბილისი)
11.06.2019 / 16.06.2019

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს ადამიანური რესურსების სპეციალისტის ვაკანსიას კომპენსაციისა და მოტივაციისა განყოფილებაში:

სამუშაო ადგილი:  თბილისი                                     

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16.06.2019    

 

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებული საკადრო რესურსის რაოდენობრივი მაჩვენებლების, ხარისხობრივი დონის, შემადგენლობის და მოძრაობის ანალიზი და ანგარიშგება
  • ბანკის თანამშრომელთა შრომის მოტივაციის შესწავლა, ანალიზი და სამოტივაციო აქტივობების შესახებ წინადადებების მომზადება/განხორციელება
  • სათაო ბანკისა და ფილიალების საშტატო განრიგების ფორმირება და მათში ცვლილებების შეტანა
  • პერსონალის სოციალური დაცვის პროექტებზე მუშაობა
  • ბანკის გარკვეული რაოდენობის გაყიდვის წერტილების კურირება და მხარდაჭერა  საკადრო საკითხების კუთხით
  • საკურატორო ფილიალებისთვის პერსონალის შერჩევის პროცესის ორგანიზება და წარმართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ადამიანური რესურსების სფეროში
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ფლობა
  • MS Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე (advanced)
  • HR Soft-ში მუშაობის გამოცდილება

უნარები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • კომუნიკაბელურობა
  • დიპლომატიურობა
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ 2019 წლის 16 ივნისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.

CV–ის  გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები