სათავო ოფისი (თბილისი)
12.06.2019 / 26.06.2019
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს ციფრული ბანკინგის განვითარების და გაყიდვების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე
სამუშაო ადგილი:თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 26.06.2019
ძირითადი მოვალეობები:
- ბანკის ციფრული და სხვა დისტანციური მომსახურების არხების განვითარება:
- არხების აქტიური მომხმარებლების რაოდენობის ზრდა
- არხებში შესრულებული ტრანზაქციების რაოდენობის და მოცულობების ზრდა
- არხებიდან შემოსული საკომისიო და სხვა შემოსავლების ზრდა
- ბანკის ციფრულ და სხვა დისტანციურ არხებში საბანკო პროდუქტების გაყიდვების ზრდა
- არხებში გაყიდვების შესაძლებლობების დანერგვა და განვითარება
- პროდუქტების განაცხადების გამარტივება-ოპტიმიზაცია
- დისტანციურად მოთხოვნილი/გაყიდული პროდუქტების წილის ზრდა
- ქართულ ბაზარზე არსებული კონკურენტული პროდუქტების და მომსახურებების შესახებ შედარებითი ანალიზის მომზადება
- არხების განვითარებისთვის იდეების გენერაცია და შესაბამის ცვლილებებზე და განახლებებზე დავალებების ინიცირება
- ციფრული ბანკინგის მსოფლიო ტრენდების თვალყური და საინტერესო თემების/მოვლენების გაზიარება გუნდისთვის
- ციფრული ბანკინგის პოპულარიზაციაზე მიმართული მარკეტინგული და სამოტივაციო აქტივობების ინიცირება
- ყოველ კვირეული რეპორტების მომზადება და წარდგენა გუნდისთვის და ტოპ მენეჯმენტისთვის
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო ან ტექნოლოგიური მომსახურების სფეროში
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროდუქტების განვითარების ან/და გაყიდვების მიმართულებით
- სამუშაო გამოცდილება ციფრული საფინანსო პროდუქტების განვითარების ან/და გაყიდვების მიმართულებით (სასურველია)
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა მაღალ დონეზე
უნარები:
- ორგანიზებული
- პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
- კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარი
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
- მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული
- დროის მართვის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 26 ივნისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა
CV–ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება