სათავო ოფისი (თბილისი)
12.06.2019 / 26.06.2019
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს ციფრული ბანკინგის განვითარების და გაყიდვების უმცროსი სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 26.06.2019
ძირითადი მოვალეობები:
- ბანკის ციფრული და სხვა დისტანციური მომსახურების არხების განვითარების პროცესში მაქსიმალური ჩართულობა
- ბანკის ციფრულ და სხვა დისტანციურ არხებში საბანკო პროდუქტების გაყიდვების ზრდის პროცესში ჩართულობა
- ციფრულ ბანკინგთან დაკავშირებული მცირე პროექტების მართვა
- ქართულ ბაზარზე არსებული კონკურენტული პროდუქტების და მომსახურებების შედარებითი ანალიზის მომზადება
- ციფრული ბანკინგის მსოფლიო ტრენდების თვალყური და საინტერესო თემების/მოვლენების გაზიარება გუნდისთვის
- არხების განვითარებისთვის იდეების გენერაცია და შესაბამის ცვლილებებზე და განახლებებზე დავალებების ინიცირება
- ყოველ კვირეული რეპორტების მომზადება და წარდგენა გუნდისთვის და ტოპ მენეჯმენტისთვის
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (მენეჯმენტის, მარკეტინგის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება)
- სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება, თუმცა უპირატესობად ჩაითვლება საბანკო ან ტექნოლოგიური მომსახურების სფეროში, პროდუქტების განვითარების ან/და გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა მაღალ დონეზე
უნარები:
- ორგანიზებული
- პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
- კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარი
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
- მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული
- დროის მართვის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 26 ივნისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა
CV–ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება