უკან დაბრუნება ციფრული ბანკინგის განვითარების და გაყიდვების უმცროსი სპეციალისტი

სათავო ოფისი (თბილისი)
12.06.2019 / 26.06.2019

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს ციფრული ბანკინგის განვითარების და გაყიდვების უმცროსი სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე

სამუშაო ადგილი:  თბილისი                                         

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 26.06.2019            

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკის ციფრული და სხვა დისტანციური მომსახურების არხების განვითარების პროცესში მაქსიმალური ჩართულობა
  • ბანკის ციფრულ და სხვა დისტანციურ არხებში საბანკო პროდუქტების გაყიდვების ზრდის პროცესში ჩართულობა
  • ციფრულ ბანკინგთან დაკავშირებული მცირე პროექტების მართვა
  • ქართულ ბაზარზე არსებული კონკურენტული პროდუქტების და მომსახურებების შედარებითი ანალიზის მომზადება
  • ციფრული ბანკინგის მსოფლიო ტრენდების თვალყური და საინტერესო თემების/მოვლენების გაზიარება გუნდისთვის
  • არხების განვითარებისთვის იდეების გენერაცია და შესაბამის ცვლილებებზე და განახლებებზე დავალებების ინიცირება
  • ყოველ კვირეული რეპორტების მომზადება და წარდგენა გუნდისთვის და ტოპ მენეჯმენტისთვის

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (მენეჯმენტის, მარკეტინგის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება)
  • სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება, თუმცა უპირატესობად ჩაითვლება საბანკო ან ტექნოლოგიური მომსახურების სფეროში, პროდუქტების განვითარების ან/და გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა მაღალ დონეზე

უნარები:

  • ორგანიზებული
  • პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
  • კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარი
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული
  • დროის მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 26 ივნისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

CV–ის  გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება

 

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები