თბილისის ფილიალები (თბილისი)
27.06.2019 / 11.07.2019
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს მოლარე–ოპერატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 11.07.2019
მოვალეობები:
- ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება ბანკში არსებული სტანდარტებისა და ნორმების მიხედვით
- ნაღდი ფულით ოპერაციების წარმოება (თანხის მიღება-გაცემა, ვალუტის გაცვლის ოპერაციები)
- ბანკის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციებისა და მოქმედი ტარიფების დაცვა
- საბანკო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ბანკის სალაროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
- სასურველია საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულით და სხვა ფასეულობებით ოპერაციების წარმოებასთან დაკავშირებული ნორმატივების ცოდნა
- სასურველია ვალუტის ნომინალებისა და ყალბი ფულის გარჩევის ცოდნა
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
- სასურველია საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA–ში მუშაობის გამოცდილება
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის და მომსახურების უნარი
- მოწესრიგებული, ორგანიზებული
- სხარტი აზროვნების უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული
- საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება
- პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
- გარემოსადმი სწრაფი ადაპტირების უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 11 ივლისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა
CV–ის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება