უკან დაბრუნება ანგარიშების მენეჯერი

რეგიონების ფილიალები (რუსთავი)
28.06.2019 / 09.07.2019

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს ანგარიშების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე რუსთავის  ფილიალში

სამუშაო ადგილი:  რუსთავი                                     

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 09.07.2019    

ძირითადი ფუნქციები:

  • საბანკო პროცესების და საოპერაციო საქმიანობის შესაბამისი ნორმატივების საფუძვლიანი ცოდნა
  • ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება, სხვადასხვა ტიპის ანგარიშების გახსნა, ნაღდი და უნაღდო ოპერაციების ჩატარება
  • საბანკო პროდუქტების კლიენტებისთვის შეთავაზება ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ფორმის გათვალისწინებით.
  • ბანკის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციებისა და მოქმედი ტარიფების დაცვა
  • საბანკო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ბანკში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
  • აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (MS Office)
  • სასურველია საბანკო პროგრამა ALTA–ში მუშაობის გამოცდილება

უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
  • გაყიდვების უნარი
  • პრობლემის იდენტიფიკაციისა და დროულად გადაჭრის უნარი
  • მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული
  • კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე
  • მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ 2019 წლის 9 ივლისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

CV–ის  გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება

 

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები