სათავო ოფისი (თბილისი)
01.07.2019 / 31.07.2019
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს საბანკო პროცედურებისა და სტანდარტების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31.07.2019
ძირითადი მოვალეობები:
- შიდა საბანკო ნორმატიული დოკუმენტების (სტანდარტები, ინსტრუქციები, პროცედურები) შემუშავება
- საბანკო კანონმდებლობაში სიახლეების და ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი, საბანკო პროცესებთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული სიახლეების/ცვლილებების ანალიზი შიდა საბანკო ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და აქტუალურობის უზრუნველყოფის მიზნით
- შიდა ნორმატიული ბაზის მონიტორინგი და მისი განახლების გეგმების შემუშავება
- საბანკო პროდუქტების შემუშავებაში მონაწილოება
- ბანკის პერსონალის ტრენინგებში მონაწილეობა და საკონსულტაციო მხარდაჭერა
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
- საბანკო ოპერაციების ტექნიკების/ ტექნოლოგიების ცოდნა
- ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების საფუძვლების ცოდნა
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
- აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა
- სასურველია რუსული ენის ცოდნა
უნარები:
- ორგანიზებული
- მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა
CV–ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება