სათავო ოფისი (თბილისი)
07.11.2019 / 24.11.2019
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს რისკების კონსოლიდირებული ანალიზის მენეჯერის ვაკანსიას
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 24.11.2019
ძირითადი ფუნქციები:
- საკრედიტო რისკების რაოდენობრივი ანალიზი
- IFRS 9-ში მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების მოდელირება
- საკრედიტო რისკის ქვეშ ეკონომიკური კაპიტალის გაანგარიშება და ანგარიშგება
- ხელმძღვანელებისა და ბანკის სხვა დაინტერესებული პირებისთვის სხვადასხვა ანალიტიკური ანგარიშგებების მომზადება და პრეზენტაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მათემატიკის ან კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით
- სასურველია საბანკო/საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება
- რუსული და ინგლისური ენების ფლობა
- MS Office-ის აპლიკაციების, მათ შორის MS Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე
- MS SQL Server-ის ცოდნა კარგ დონეზე
- სასურველია R-ში მუშობის გამოცდილება
უნარები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
- სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად კონცენტრირების უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული
- ორგანიზებული, პუნქტუალური
- კომუნიკაბელური
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა
CV–ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება