სათავო ოფისი (თბილისი)
07.08.2019 / 22.08.2019
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს IT აუდიტორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 22.08.2019
ძირითადი ფუნქციები:
- ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროცესების აუდიტის ჩატარება
- ბანკის გარკვეული ბიზნეს პროცესების ფარგლებში ინფორმაციული სისტემების სპეციალიზებული აუდიტის ჩატარება
- ოპერაციული, მათ შორის ტექნოლოგიური რისკების გამოვლენა და შეფასება
- ტექნოლოგიურ ექსპერტიზაზე დაყრდნობით, საფუძვლიანი აუდიტორული დასკვნის მომზადება ბანკის ხელმძღვანელობისთვის
- დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიის ქვედანაყოფებისთვის დახმარების გაწევა, პრობლემის აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების მიცემა, სამუშაოს პროცესის კონტროლი და მიმდინარე პროცესების ოპტიმიზირება
- აუდიტის მიზნების მისაღწევად ბიზნეს აუდიტორებისთვის ტექნიკური საშუალებების გამოყენებაში დახმარების გაწევა
- აუდიტის ჩატარების მეთოდების შემუშავება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით
- IT სფეროში მინიმუმ სამწლიანი მუშაობის გამოცდილება
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
- სკრიპტების წერის გამოცდილება
- SQL, VBA, MS Office
- სასურველია ინფორმაციული უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა და/ან ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება
- სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტურობის შემოწმების და ბიზნეს პროცესების ანალიზის ჩატარების გამოცდილება
- სასურველია DLP სისტემების ცოდნა
- რუსული და ინგლისური ენების ფლობა
უნარები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ 2019 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.
CV–ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება