უკან დაბრუნება IT აუდიტორი

სათავო ოფისი (თბილისი)
07.08.2019 / 22.08.2019

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს IT აუდიტორის  პოზიციაზე

სამუშაო ადგილი:  თბილისი                                     

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 22.08.2019    

ძირითადი ფუნქციები:

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროცესების აუდიტის ჩატარება
  • ბანკის გარკვეული ბიზნეს პროცესების ფარგლებში ინფორმაციული სისტემების სპეციალიზებული აუდიტის ჩატარება
  • ოპერაციული, მათ შორის ტექნოლოგიური რისკების გამოვლენა და შეფასება
  • ტექნოლოგიურ ექსპერტიზაზე დაყრდნობით, საფუძვლიანი აუდიტორული დასკვნის მომზადება ბანკის ხელმძღვანელობისთვის
  • დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიის ქვედანაყოფებისთვის დახმარების გაწევა, პრობლემის აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების მიცემა,  სამუშაოს პროცესის კონტროლი და მიმდინარე პროცესების ოპტიმიზირება
  • აუდიტის მიზნების მისაღწევად ბიზნეს აუდიტორებისთვის ტექნიკური საშუალებების გამოყენებაში დახმარების გაწევა
  • აუდიტის ჩატარების მეთოდების შემუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით
  • IT სფეროში მინიმუმ სამწლიანი მუშაობის გამოცდილება
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
  • სკრიპტების წერის გამოცდილება
  • SQL, VBA, MS Office
  • სასურველია ინფორმაციული უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა და/ან ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტურობის შემოწმების და ბიზნეს პროცესების ანალიზის ჩატარების გამოცდილება
  • სასურველია DLP სისტემების ცოდნა
  • რუსული და ინგლისური ენების ფლობა

უნარები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
  • როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ 2019 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.

CV–ის  გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება

 

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები