უკან დაბრუნება Linux-ის უფროსი სისტემური ადმინისტრატორი

სათავო ოფისი (თბილისი)
19.06.2020 / 03.07.2020

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს Linux-ის უფროსი სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი                                         

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 05.07.2020           

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული დატაცენტრების სერვერული ინფრასტრუქტურის, სერვისების და ვირტუალური გარემოს ადმინისტრირება
  • საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების დაგეგმვა, ინსტალაცია, განახლება, კონფიგურირება, ოპტიმიზაცია და ადმინისტრირება
  • სერვერული ინფრასტრუქტურის და ვირტუალური გარემოს აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, სარეზერვო კოპირების სისტემების ადმინისტრირება და მართვა
  • განაწილებული მაღალ მდგრადი სისტემების ადმინისტრირება
  • ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესწავლა/დანერგვა
  • მონიტორინგის ჯგუფისთვის საჭირო სერვისების აღწერა და მათთან ერთად ამ სერვისების მონიტორინგში დამატება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სისტემური ადმინისტრირების არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • RHEL/Centos Linux დისტრიბუტივებთან მუშაობის საფუძვლიანი ცოდნა (მიახლოებული RHCE-ის შესაბამის დონესთან, სერტიფიცირება საჭირო არ არის)
  • ქსელური ტექნოლოგიების საფუძვლების ცოდნა
  • რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
  • Shell სკრიპტინგის უნარები
  • VMware ვირტუალიზაციის გარემოში მუშაობის გამოცდილება
  • ვებ სერვერებთან და შესაბამის ინფრასტრუქტურასთან, ოქმებთან მუშაობის კარგი გამოცდილება
  • სხვადასხვა, ტიპიურ ინფრასტრუქტურულ ოქმებთან და მათ შესაბამის სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ. DNS, Syslog, DHCP, NTP, LDAP, Kerberos, SMTP, PXE, NFS, SNMP, FTP, iSCSI და ა.შ.)
  • მინიმუმ ერთ ზოგად მონიტორინგის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება, პრინციპების ცოდნა (მაგ. Nagios, Zabbix, Icinga)
  • Linux გარემოში აპლიკაციების პრობლემების აღმოჩენის და აღმოფხვრის უნარი
  • მაღალი საიმედოობის (HA) სისტემების გამართვის გამოცდილება, პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა
  • დიდი რაოდენობის (200+) სერვერების ეფექტურად მართვის უნარი

უნარები:

  • ახალი ტექნოლოგიების დამოუკიდებლად ათვისების უნარი
  • სისტემების უსაფრთხოებაზე ორიენტირების უნარი
  • პრობლემაზე კონცენტრაციის უნარი
  • სიახლეების/ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი
  • ინოვაციის შექმნა/დანერგვის უნარი
  • პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • კარგი წერითი და ვერბალური უნარი
  • ენები: ინგლისური, რუსული
  • ტექნიკური აზროვნება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 5 ივლისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge, სათაურის ველში [Subject] აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები