სათავო ოფისი (თბილისი)
05.09.2019 / 22.09.2019
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს Windows-ის უფროსი სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 22.09.2019
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული დატაცენტრების სერვერული ინფრასტრუქტურის, სერვისების და ვირტუალური გარემოს ადმინისტრირება
- საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების დაგეგმვა, ინსტალაცია, განახლება, კონფიგურირება, ოპტიმიზაცია და ადმინისტრირება
- სერვერული ინფრასტრუქტურის და ვირტუალური გარემოს აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, სარეზერვო კოპირების სისტემების ადმინისტრირება და მართვა
- რესურსების და სარეზერვო ასლების მართვა
- ინფრასტრუქტურის ლიცენზირების მონიტორინგი და განახლების პროცესების მართვა
- განაწილებული მაღალ მდგრადი სისტემების ადმინისტრირება
- ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესწავლა/დანერგვა
- მონიტორინგის ჯგუფისთვის საჭირო სერვისების აღწერა და მათთან ერთად ამ სერვისების მონიტორინგში დამატება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება
- სისტემური ადმინისტრირების არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- Microsoft-ის ტექნოლოგიებთან მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება (Windows Server 2012/2016/2019, DC, DNS, DHCP, IIS, CA, WSUS, KMS)
- Exchange Server / Skype For Business Server-ის ადმინისტრირების გამოცდილება
- ვირტუალიზაციის ტექნოლოგიებთან (VMware) მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
- რეზერვირების სისტემებთან (Backup Exec) მუშაობის გამოცდილება
- ქსელური ტექნოლოგიების საფუძვლების ცოდნა
- სასურველია MS SQL Server-ის მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების ცოდნა
- სასურველია დატვირთვის განაწილების სისტემების (LoadBalancer) ადმინისტრირების გამოცდილება
სხვა მოთხოვნები:
- სისტემების უსაფრთხოებაზე ორიენტირება
- პრობლემაზე კონცენტრაციის უნარი
- სიახლეების/ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი
- ინოვაციის შექმნა/დანერგვის უნარი
- პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- კარგი წერითი და ვერბალური უნარი
- ტექნიკური აზროვნება
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა
CV–ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება