უკან დაბრუნება Windows-ის უფროსი სისტემური ადმინისტრატორი

სათავო ოფისი (თბილისი)
05.09.2019 / 22.09.2019

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს Windows-ის უფროსი სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი:  თბილისი                                         

განაცხადის მიღების ბოლო ვადა:  22.09.2019           

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული დატაცენტრების სერვერული ინფრასტრუქტურის, სერვისების და ვირტუალური გარემოს ადმინისტრირება
  • საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების დაგეგმვა, ინსტალაცია, განახლება, კონფიგურირება, ოპტიმიზაცია და ადმინისტრირება
  • სერვერული ინფრასტრუქტურის და ვირტუალური გარემოს აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, სარეზერვო კოპირების სისტემების ადმინისტრირება და მართვა
  • რესურსების და სარეზერვო ასლების მართვა
  • ინფრასტრუქტურის ლიცენზირების მონიტორინგი და განახლების პროცესების მართვა
  • განაწილებული მაღალ მდგრადი სისტემების ადმინისტრირება
  • ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესწავლა/დანერგვა
  • მონიტორინგის ჯგუფისთვის საჭირო სერვისების აღწერა და მათთან ერთად ამ სერვისების მონიტორინგში დამატება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება
  • სისტემური ადმინისტრირების არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • Microsoft-ის ტექნოლოგიებთან მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება (Windows Server 2012/2016/2019, DC, DNS, DHCP, IIS, CA, WSUS, KMS)
  • Exchange Server / Skype For Business Server-ის  ადმინისტრირების გამოცდილება
  • ვირტუალიზაციის ტექნოლოგიებთან (VMware) მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
  • რეზერვირების სისტემებთან (Backup Exec) მუშაობის გამოცდილება
  • ქსელური ტექნოლოგიების საფუძვლების ცოდნა
  • სასურველია MS SQL Server-ის მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების ცოდნა
  • სასურველია დატვირთვის განაწილების სისტემების (LoadBalancer) ადმინისტრირების გამოცდილება

სხვა მოთხოვნები:

  • სისტემების უსაფრთხოებაზე ორიენტირება
  • პრობლემაზე კონცენტრაციის უნარი
  • სიახლეების/ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი
  • ინოვაციის შექმნა/დანერგვის უნარი
  • პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • კარგი წერითი და ვერბალური უნარი
  • ტექნიკური აზროვნება
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

CV–ის  გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება

ფილიალები და ბანკომატები ონლაინ კონსულტაცია ვიდეო ბანკინგი ვალუტის კურსები კალკულატორები