სათავო ოფისი (თბილისი)
15.01.2018 / 29.01.2018
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანსიას
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 29.01.2018
ძირითადი ფუნქციები:
- ინფორმაციის დაცვის სისტემებისა და საშუალებების არჩევა
- მომხმარებელთა რეგისტრაციის/გაუქმების/უფლებების დროებითი შეჩერების განხორციელება დომენურ ქსელში, ბანკის საოპერაციო დღეში, საკრედიტო პროგრამაში და მათი უფლებების გამიჯვნა აღნიშნულ სისტემებში შესაბამისი პროცედურის საფუძველზე
- საბანკო ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის პროგრამების დანერგვაში მონაწილეობის მიღება
- ელექტრონული გასაღების, სერთიფიკატების და პაროლების პერიოდული ცვლილების პროცესის უზრუნველყოფა
- ანტივირუსული პროგრამისა და ელ.ფოსტის მონიტორინგი
- ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევების შემთხვევების მოძიება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
- სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის სფეროში
- მონაცემთა ბაზებისა და ოპერაციულ სისტემებთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების დეტალური ტექნიკური ცოდნა
- უსაფრთხოების სისტემებში გამოცდილება, მათ შორის: ფაიერვოლები, შემოჭრების აღმოჩენის სისტემები (IPS), ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა, სისტემების აუთენტიკაცია, ლოგების მართვა, შემცველობის ფილტრაცია,
- ქსელურ უსაფრთხოებასთან, ქსელურ ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება და ასევე სისტემების, უსაფრთხოებისა და ქსელის მონიტორინგის უტილიტებთან მუშაობის გამოცდილება
- უსაფრთხოების თანამედროვე პრინციპების, მეთოდების, მოდელებისა და პროტოკოლების საფუძვლიანი ცოდნა
- კანდიდატი გაცნობიერებული უნდა იყოს ვებ ტექნოლოგიებში (ვებ-აპლიკაციები, ვებ სერვისები, სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურები) და ქსელთან/ვებთან დაკავშირებულ პროტოკოლებთან
უნარები:
- პრობლემების მოგვარების უნარი
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2018 წლის 29 იანვრისა შეავსოთ განაცხადის ფორმა